სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

სიახლეები

img

    2019 წლის 3-6 დეკემბერს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით ქართული დელეგაცია იმყოფება ვარშავაში სასწავლო ვიზიტით.

   ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ვარშავის საფინანსო სამსახურში საფინანსო სამსახურის უფროსთან, აგრეთვე დელეგაციას უმასპინძლა პოლონეთის ბუღალტრების ასოციაციის თავმჯდომარემ და პოლონეთის ქალაქების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ.

    ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება კარგი პოლონური პრაქტიკების გაცნობა და გაზიარება ადგილობრივი ხელისუფლების საფინანსო-საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო ბიუჯეტირებისა და ინკლუზიურობის მექანიზმების ჩასატარებლად. შეხვედრებს ესწრებიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლექსო თოდუა, დავით გახარია, სიღნაღის მუნიციპალიტეტი - მალხაზ სიპრაშვილი, ხათუნა აღამონაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი - მარინა მაისურაძე, დედოფლისწყარო - ელენე ბაიაშვილი, გარდაბანი - შალვა გურულიშვილი, მამუკა მოლაშვილი და ბექა ონიანი.

img

 


31 ოქტომბერს კიევში, უკრაინის დედაქალაქში გაიმართა უკრაინის მუნიციპალიტეტების საფინანსო სამსახურების უფროსების შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უკრაინის მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკების, განვითარების ეტაპებისა და ყველა იმ საკითხის განხილვა და გაზიარება რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ წინსვლასა და განვითარებას, ასევე ასოციაციის მხრიდან მოხდა მათი სამუშაოსა და მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვა და გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის მუნიციპალიტეტების საფინანსო სამსახურების უფროსები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, ინგა ქურდოვანიძე და გაიოზ თალაკვაძე.

img

 საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია მრავალი წელია წარმატებულად თანამშრომლობს ამერიკისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციასთან. ყოველწლიური კონფერენციებისა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ მრავალი წარმატებული პროგრამისა და მოდელის დანერგვა მოახერხა საქართველოში თავისი საქმიანობის ფარგლებში.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს სტატიიდან:

 

,,ამერიკისა და კანადის მთავრობის ფინანსისტთა ოფიცერთა ასოციაცია (GFOA) ყოველ წელს მართავს კონფერენციას სადაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დელეგატები: ჩინეთი, ტაილანდი, გერმანია, ბრაზილია. GFOA -ს ასევე აქვს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება შვედეთთან, სამხრეთ აფრიკასთან, ისრაელთან და საქართველოსთან, სადაც იგი აგზავნის თავის წარმომადგენლებს, რომ დაეხმაროს, განავითარონ და შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი. საერთაშორისო დელეგატების მონაწილეობა და მათთან თანამშრომლობა აფართოებს და ანვითარებს GFOA-ს მიღწეევებს და სიმაღლეებს.
ეტაპობრივად საქართველოში ვიზიტების შემდეგ, გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ფაქტზე თუ რამხელა პროგრესი განიცადა თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო თუ ყოველდღიურმა სამსახურეობრივმა საქმიანობამ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და დავით ხოსრუაშვილის დახმარებით ამ წლების განმავლობაში.
  2008 წლიდან დღემდე დავით ხოსრუაშვილის ყოველი ვიზიტი და ჩვენი თანამშრომლობა იმ შედეგზე იყო ორიენტირებული რაც დღესდღეობით სახეზეა და მუდმივად განვითარების პროცესშია. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ შეისწავლა მრავალი პროექტი და საქმიანობის სპეციფიკა GFOA-ს მაგალითზე და შეძლო წარმატებით დაენერგა მოცემული მოდელები საქართველოში.
  2018 წლის მონაცემებით საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციაში გაწევრიანებულია საქართველოს მუნიციპალიტეტების 99%, ასოციაციამ შეიმუშავა ტრენინგ სისტემა რომლის მეშვეობითაც უკვე გადამზადებულია მუნიციპალიტეტეის 2000 თანამშრომლამდე, არ ფასდებოდა სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტის ეფექტურობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახლა მუნიციპალიტეტების 25% შეფასებულია პეფას სტანდარტების მიხედვით, აგრეთვე არ არსებობდა პროგრამული ბიუჯეტის მოდელი არცერთ მუნიციპალიტეტში, 2018 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების 40% უკვე მუშაობს პროგრამული ბიუჯეტის მოდელებზე, ასოციაციის დახმარებით აგრეთვე შეიქმნა ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებულ აქტივებზე. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფინანსტთა სამინისტროსთან და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასოციაციამ უკვე გამოსცა 2 წიგნი მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ბუღალტრული აღრიცხვისა და საფინანსო სამსახურის მუშაკთათვის.“

   სტატია მომზადებულია Ken Rust - ქალაქ პორტლანდის უფროსი ფინანსისტის, Tim Grewe - ქალაქ პორტლანდის მთავარი ადმინისტრაციული ოფიცერი, მენეჯმენტისა და ფინანსების დირექტორის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ხოსრუაშვილის მიერ.

img
 

    2019 წლის 20-22 სექტემბერს კახეთში, კაჭრეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ ჩატარდა
„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ რიგით XII ყოველწლიური კონფერენცია.

   აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ თოლორდავა, საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონალური მართვის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, ასევე ისრაელის,უკრაინისა და გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციის დელეგატები. მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნეს ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიღწევები და უსურვეს მას მომავალში წინსვლა და განვითარება.

   ყრილობის პარალელურად ჩატარდა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: პროგრამული ბიუჯეტი, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება (IPSAS), სამოქალაქო ბიუჯეტი და ქონების მართვა.

  კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები, სამსახურის უფროსები, საფინანსო სამსახურის, ქონების მართვისა და ბუღალტრული განყოფილების თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართული არიან საბიუჯეტო პროცესში.


img

 „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ რიგით XII ყოველწლიური კონფერენციას ესწრებოდნენ ისრაელის, უკრაინისა და გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციის წევრები.

 მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მცირე ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის შესახებ და ასევე ისაუბრეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის აუცილებლობასა და ასოციაციის წარმატებულ მოღვაწეობაზე.

 

დელეგატებმა თავიანთი სტუმრობის ფარგლებში მოინახულეს კახეთის ულამაზესი მხარე, დააგემოვნეს ტრადიციული ქართული სამზარეულო და გაეცნენ 8000 წლის ღვინის წარმოების ისტორიას.

img

➡️გრძელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი - Systematize and strengthen Gender Responsive Budgeting (GRB) in 9 municipalities in Georgia (გენდერული ბიუჯეტირების სისტემატიზაცია და გაძლიერება საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში).

   დღეს, 16 ოქტომბერს, შედგა სამუშაო შეხვედრა მარნეულში მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ტექნიკური დახმარების გაწევის ფარგლებში.

 

შეხვედრაზე განიხილეს საბიუჯეტო პროგრამების შემუშავების დროს გენდერული ასპექტების გათვალისწინების საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ სათეფას წარმომადგენლები - დავით ხოსრუაშვილი და ლაშა გოცირიძე, ასევე მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის, ბაგა-ბაღების გაერთიანების, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის, განათლება და კულტურის სამსახურის და მარნეულის სპორტული სკოლის პერსონალი.

img
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ასოციაციამ გამოუშვა რიგით მეორე სამაგიდო წიგნი, მუნიციპალიტეტის ბუღალტერთათვის. 
img

   გრძელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი - Systematize and strengthen Gender Responsive Budgeting (GRB) in 9 municipalities in Georgia, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე ,,გენდერული ბიუჯეტირება“ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში (ახმეტა,ლაგოდეხი,თელავი,ბოლნისი,მარნეული,თეთრიწყარო,ახალქალაქი,აქალციხე,ასპინძა)

   ტრენინგი „გენდერული ბიუჯეტირება“ მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის გაზრდას და მათი კომპეტენციის ამაღლებას ადგილობრივ დონეზე გედნერული ბიუჯეტის შემუშავების საკითხზე.

   ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გენდერული ბიუჯეტის შემუშავების პროცესს, პროგრამული ბიუჯეტის დროს გენდერული ინდიკატორების შედგენის საჭიროებას, გაენალიზებინათ გენდერული ასპექტების გათვალისწინების მნიშვნელობა ბიუჯეტის შემუშვების პროცესში, ასევე ენახათ თუ რა გავლენას ახდენს ბიუჯეტი გენდერულ თანასწორობაზე, რამდენად არის ხელმისაწვდომი ბიუჯეტის დაგეგმვისას გენდერული საკითხების გათვალისწინება და სხვა.     

    ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა გააცნობიერონ გენდერული ბიუჯეტის შემუშავების საჭიროება, აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში და ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტის დანერგვას. საკუთარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაგალითზე დასახონ კონკრეტული ამოცენები, თუ რა საკითხები უნდა იქნას მათ მიერ გათვალისწინებული ბიუჯეტის შემუშავების დროს, რათა ბიუჯეტმა ხელი შეუწყობს გენდერული უთანასწორობის შემცირებას.

   ტრენინგებს ესწრებოდნენ 9 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,მერის მოადგილეები, დარგობრივი სამსახურების უფროსები და ბიუჯეტის პროგრამებზე მომუშავე თანამშრომლები, მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირები, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეები.

img

  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით ახალი პროექტი ხორციელდება - Systematize and strengthen Gender Responsive Budgeting (GRB) in 9 municipalities in Georgia, რომელიც გენდერული ბიუჯეტირების სისტემატიზაციას და გაძლიერებას ისახავს მიზნად საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში(ახმეტა,ლაგოდეხი,თელავი,ბოლნისი,მარნეული,თეთრიწყარო,ახალქალაქი,აქალციხე,ასპინძა).

  პროექტი, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესის დახვეწასა და ამ მიმართულებით შესაბამის საკონსულტაციო მხარდაჭერას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გენდერულ ჭრილში ბიუჯეტირების მნიშვნელობასა და ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე.

  საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სიახლეების და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულ მუნიციპალიტეტებში გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა და პროექტის ტრენერმა ნინო ლოლაძემ.

  სამუშაო შეხვედრებს 9 მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები,მერიის სტრუქტურული ერთეულების, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორისა და ფონდ „ტასოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

img

  2019 წლის 21 მაისს ქალაქ ლოს ანჯელესში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობით კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან.

  შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კრის მორილი, მისი მოადგილე და ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი კენ რუსტი. საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი, ქუთაისის, საგარეჯოს, ბოლნისის, წყალტუბოს, მესტიის, დმანისის, ყაზბეგის, საგარეჯოს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისის მერიის, ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

  შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის მიერ შექმნილი და შემუშავებული პროგრამები ტრენინგისა და სწავლებების მიმართულებით,მოხდა მათი საუკეთესო პრაქტიკების, განვითარების ეტაპებისა და ყველა იმ საკითხის განხილვა და გაზიარება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში მსგავსი სასწავლო სისტემის დანერგვას.

img

  2019 წლის 19-22 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარდა რიგით 113-ე ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია,სადაც ტრადიციისამებრ მიწვეული იყო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია საქართველოს სახელით.   
  კონფერენციას ესწრებოდა ამერიკისა და კანადის საფინანსო და სახელმმწიფო სამსახურების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო დელეგაციები ისრაელიდან, სამხრეთ აფრიკიდან, გერმანიიდან.კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდა ქართული დელეგაცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობით.

 კონფერენციის ფარგლებში დელეგატებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკებს, აგრეთვე მათ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებს.

img

  გაცნობებთ, რომ გრძელდება ქართული დელეგაციის ვიზიტი პარტნიორი ასოციაციების მიერ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.

  25-28 მარტს, ქალაქ ეილატში იმართება ისრაელის მუნიციპალიტეტების ფინანსისტთა ყრილობა, რომელსაც ესწრებიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი, ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი დავით ჭანტურია, თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი.

  ყრილობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ისრაელის, ამერიკის და ჩინეთის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის მოდელები, მოხდა კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა და გამოცდილებების გაზიარება.