ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.

ბუღალტერია ზუსტი მეცნიერებაა და იგი ზუსტად უნდა ასახავდეს მუნიციპალიტეტის სამეურნეო საქმიანობას. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ხდება, რომ სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისგან. ასეთი უზუსტობების აღმოჩენა და აღმოფხვრა კი მხოლოდ ინვენტარიზაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.

„სათეფა“ გთავაზობთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას პროფესიონალურ დონეზე, ჩვენ გვესმის  ჩვენი მომსახურების მთელი პასუხისმგებლობა და მაქსიმალური პედანტურობით ვუდგებით  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას.

ინვენტარიზაცია შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან:

• საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა, რომელიც შედგება ,,სათეფას“ წარმომადგენლებისაგან და მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისაგან, რომელიც არიან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები;
• ჩვენი თანამშრომლები ძირფესვიანად შეისწავლიან  ყველა დოკუმენტს: პირველად საბუთებს, ტექნიკურ პასპორტებსა და სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც წარმოადგენს დამკვეთი;
• პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგებით ვადგენთ ქონების სიას, რომელშიც განსაზღვრულია საინვენტარიზაციო ობიექტების დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარება;
• ინვენტარიზაციის ჩატარების დროს აუცილებლობის შემთხვევაში და კლიენტთან შეთანხმებით ვახდენთ ნივთების მარკირებას;
• ვახორციელებთ უძრავი აქტივების GPS სისტემით აღრიცხვას, დასურათებას და რუკაზე დატანას. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის თანხმობის შემთხვევაში ყველა მომხმარებელს შეეძლება იხილოს რუკაზე განთავსებული აქტივები; 
• ჩვენ დაგეხმარებით გამოვლენილი ქონების ფაქტიური რაოდენობის შეჯერებაში საბუღალტრო მონაცემებთან;
• საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ აქტივების შეფასებას.

რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარზაცია?

• როდესაც გაინტერესებთ ქონების ფაქტიური რაოდენობა;
• წლიური  ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
• მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას;
• როცა გამოვლენილია ბოროტმოქმედების ან  ვანდალიზმის ფაქტები;
• კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
• ძირითადი საშუალებების გადაფასების დროს;
• ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორიცაა წყალდიდობა და ხანძარი; 
• “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისი  N 605 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.


სად აღვრიცხავთ ინვენტარიზაციის შედეგებს : 

პროექტის ფარგლებში შექმნილია ქონების მართვის პროგრამა www.eproperty.ge , რომელის მეშვეობითაც ხორციელდება აქტივების მართვა. 


ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ინვენტარიზაციაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.