
საქართველოს მთავრობის და შესაბამისი თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, გამოკითხვის ე.წ. “პილოტური“ პროექტი განხორცილედება ქვემო ქართლის რეგიონში. იგი მოიცავს რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტს. პროექტს აქვს 2 ძირითადი მიზანი:
- მოსახლეობის ჩართულობის ზრდა თვითმმართველობების მიერ ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში.
- თვითმმართველობების ბიუჯეტის პროგრამებისათვის მარტივად აღქმადი და გაზომვადი ინდიკატორების შემუშავება და დადგენა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება სპეციალური საბიუჯეტო კითხვარი. კითხვარი მორგებული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ასევე, იგი თანხვედრაში იქნება თვითმმართველობების ბიუჯეტების დადგენილ ფორმატთან რათა, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად მოხდეს მიღებული შედეგების და რეკომენდაციების ბიუჯეტში ინპლემენტაცია.
დასახელება | გამოკითხულთა რაოდენობა | დასახლებული პუნქტების რაოდენობა | სულ | 2016 წლის ბიუჯეტი | ||
ქალაქი | დაბა | სოფელი | ||||
ქ. რუსთავი | 1,800.00 | 1 | 1 | 50,490.20 | ||
ბოლნისი | 770.00 | 1 | 2 | 46 | 49 | 23,967.50 |
გარდაბანი | 1,175.00 | 1 | 40 | 41 | 30,455.90 | |
დმანისი | 500.00 | 1 | 57 | 58 | 9,847.10 | |
თეთრიწყარო | 550.00 | 1 | 1 | 90 | 92 | 11,780.00 |
მარნეული | 1,500.00 | 1 | 77 | 78 | 27,430.10 | |
წალკა | 500.00 | 1 | 2 | 41 | 44 | 9,985.50 |
სულ | 6,795.00 | 7 | 5 | 351 | 363 | 163,956.30 |