
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 7-9 დეკემბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „პიაცაზე“ ჩატარდა „სათეფას" მიერ ორგანიზებული სწავლება-ტრენინგი მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის.
სწავლების თემას წარმოადგენდა ბუღალტერია. ტრენინგი მოიცავდა ყველა იმ პრაქტიკულ და თეორიულ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის. სწავლებაზე მოწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საბუღალტრო საქმიანობას.